logo_geo
eng_logo
ვალერი ცერცვაძე: თუ ბრალდებები სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ
- +

10 აპრილი. 2023. 11:31

 

 

„თუ ბრალდებები სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ და თუ ეს დღევანდელ საქმიანობას ეხება, მით უფრო პარადოქსულია,“ - ამის შესახებ ყოფილმა მოსამართლემ ვალერი ცერცვაძემ მოსამართლეთა სანქცირების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

 

„ვფიქრობ, რომ თუ ეს სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ და თუ ეს დღევანდელ საქმიანობას ეხება, მით უფრო პარადოქსულია, როგორ შეიძლება მე გავლენას ვახდენდე გარკვეულ პროცესებზე სასამართლოში. ძალიან მძიმე ბრალდებებზე არანაირი მტკიცებულებითი სტანდარტი არაა დაცული, ყველაზე მსუბუქი, ბრალდებისთვის საჭირო სტანდარტიც კი არ არის დაცული“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

 

ცნობისთვის, 5 აპრილს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner