logo_geo
eng_logo
ძუძუს კიბოს გამოკვლევის ხელმისაწვდომობისთვის მემორანდუმი გაფორმდა
- +

1 სექტემბერი. 2016. 14:06



დღეს „ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა და „ეივონ კოსმეტიკსის" საქართველოს დირექტორმა სერგეი ოსადჩიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.



პრესკონფერენციაზე სერგეი ოსადჩიმ განაცხადა, რომ მემორანდუმის ფარგლებში, კამპანიაში, რომელსაც „ეივონი" 1992 წლიდან ახორციელებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად, ამიერიდან, „ლიბერთი ბანკიც" ჩაერთვება.



2013 წლიდან, კამპანიას, რომელსაც ეივონი" ახორციელებს, ეივონ საქართველოც" შეუერთდა. საქველმოქმედო მიზნების განსახორციელებლად, ეივონი" საქველმოქმედო პროდუქტების გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს სრულად მიმართავს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ. მოხარული ვართ, რომ ამ სასიცოცხლოდ მნიშნელოვან საქმეში, გარკვეულ წილს ჩვენც შევიტანთ. ასევე განვახორციელებთ სხვა ღონისძებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ძუძუს კიბოს და მისი პრევენციის შესახებ ცნობადობის გაზრდას საქართველოში", - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.



„ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის თქმით, პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები ქალბატონები მიიღებენ როგორც მამოლოგის უფასო კონსულტაციას, ასევე, პირველად ექნებათ შესაძლებლობა, ჩაიტარონ უფასო გამოკვლევებიც.



ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერა ამ კამპანიაში უდაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მეტი ქალბატონი შეიტყობს მობილური კლინიკის მომსახურების შესაძლებლობის შესახებ და ასევე, მიიღებენ საგანმანათლებლო მასალებს ძუძუს კიბოს პრევენციის ზომების შესახებ. კამპანია 15 აგვისტოდან დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება", - განაცხადა ხოროშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner