logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: პრეზიდენტმა უკადრებელი იკადრა და ქართული პოლიცია როდიონოვის არმიას შეადარა
- +

10 აპრილი. 2023. 12:57

 

 

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილის ოპერის თეატრში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, პრეზიდენტმა უკადრებელი იკადრა და ქართული პოლიცია როდიონოვის არმიას შეადარა, ამასაც არ დასჯერდა და დროშის მოფრიალე ქალბატონი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი აქციიდან დააჯილდოვა, ქალბატონი, რომელიც 2014 წელს უკრაინის მაედნის მონაწილეა.

 

ალბათ აცნობიერებს ქალბატონი სალომე, რომ ახალისებს რადიკალიზმს და ძალადობას. დააჯილდოვა 9 აპრილის ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალბატონიც, მაგრამ არ გაახსენდა ამ ფოტოს ავტორი.

 

„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ პ-რეზიდენტის კეკლუცი დესტრუქციულ ოპოზიციასთან და გარე დამკვეთებთან. უკადრებელი იკადრა, ქართული პოლიცია როდიონოვის არმიას შეადარა, ამასაც არ დაჯერდა და დროშის მოფრიალე ქალბატონი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი აქციიდან დააჯილდოვა, ქალბატონი, რომელიც 2014 წელს უკრაინის მაედნის მონაწილეა, ალბათ აცნობიერებს ქალბატონი სალომე, რომ ახალისებს რადიკალიზმს და ძალადობას. დააჯილდოვა 9 აპრილის ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალბატონიც, მაგრამ არ გაახსენდა ამ ფოტოს ავტორი. მოკლედ, ქალბატონი პ-რეზიდენტი ოფიციალურად ჩაერთო ქვეყნის დამოუკიდებლობის და სტაბილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - წერს ფოჩხუა ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner