logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: პრეზიდენტად წოდებულმა ჯილდო პოლიციელს კი არ მიანიჭა, რომელმაც დაგდებული დროშა გულში ჩაიხუტა, არამედ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედ უსამშობლოს
- +

10 აპრილი. 2023. 13:40

 

 

„საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა, კიდევ ერთი უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც სამწუხაროდ თავად იწოდება!“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა.

 

„დღეს საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა, სინამდვილეში კი რეზიდენტმა კიდევ ერთი უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც სამწუხაროდ თავად იწოდება! ამ საბრალო არსებამ ჯილდო პოლიციელს კი არ მიანიჭა, რომელმაც მომიტინგეთა მიერ საქართველოს მიწაზე დაგდებული დროშა აიღო და გულში ჩაიხუტა! არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედ ვიღაც ევროკავშირდროშამოხვეულ თავისნაირ უსამშობლოს, რომელსაც მამა (სამშობლო) დავიწყებია და მამინაცვალს (ჯერჯერობით იმასაც მიუწვდომელს) იფიცებს!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner