„საუბართან ერთად, ლაყბობს კიდეც. ლაყაფთან ერთად - მავნებლობს,“ - ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.
როგორც ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ის არ თვლის, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საუბრობს - 12 პუნქტის შესრულებაში თავის როლს ხედავს და თუ დაინახა რომელიმე ბერკეტის გამოყენების აუცილებლობა, ის ამას გამოიყენებს.
გოგოტიშვილი ამ განცხადების საპასუხოდ წერს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მხოლოდ საუბრობს და ამასთანავე, მავნებლობს კიდეც.
„არც მე ვთვლი, რომ მადამ შე***ნი მხოლოდ საუბრობს. საუბართან ერთად, ლაყბობს კიდეც. ლაყაფთან ერთად - მავნებლობს“, - წერს გოგოტიშვილი ფეისბუქზე.