კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა ი/მ „ვახტანგ კუჭაშვილს“ შორის სოფელ ახალციხეში ბეტონზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და დროის მიზნობრივად გამოყენებას.
ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანის მოწყობის სამუშაოები ამჟამად სოფელ თელიანში მიმდინარეობს.
გასულ წელს ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო სოფლებში - ოკამში, მეტეხში, ქვემოჭალასა და ქვემო გომში.