logo_geo
eng_logo
ლატვიური მედია: უკრაინულ ბენზინმზიდებს, სანქციების გვერდის ავლით, რიგიდან რუსული საწვავი უკრაინაში გააქვთ
- +

10 აპრილი. 2023. 18:04

 

 

ათობით უკრაინულ ბენზინმზიდს ყოველდღიურად, უკრაინული და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით ლატვიის დედაქალაქიდან რუსული საქონელი გააქვთ. ამის შესახებ ლატვიური მედია ლატვიურ პროექტზე Nekā personīga დაყრდნობით წერს.

 

არსებული ინფორმაციით, 5 თებერვალს ევროკავშირში ძალაში შევიდა რუსულ ნავთობპროდუქტებზე სრული აკრძალვა. მაშინვე, რიგის პორტში სანქტ-პეტერბურგიდან სამმა ტანკერმა მოახერხა შესვლა, რომლებიც საწვავით იყო დატვირთული. ტვირთის საერთო ღირებულება 100 მილიონ ევროს აჭარბებდა.

 

მაშინვე ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ტერმინალთან შეამჩნიეს უკრაინული ბენზინმზიდები, რომლებსაც პორტში გაჭედილი ნავთობი უკრაინაში გადაჰქონდათ.

 

„ამ კვირაში ჩვენმა პროგრამამ კვლავ გადაწყვიტა ვითარების გადაღება. უკანასკნელი რუსული ტანკერის რიგის პორტში შემოსვლიდან 2 თვის შემდეგ, კვლავ ჩანს, რომ ტერმინალზე უკრაინული ბენზინმზიდები ისევ დადიან“, - აღნიშნავენ ლატვიელი ჟურნალისტები.

 

მათივე განმარტებით, უკრაინაში რუსული ნავთობპროდუქტების შეტანა უკვე წელიწადზე მეტია აკრძალულია. შესაბამისად, რუსული საწვავი ქვეყანაში ფალსიფიცირებული საბუთებით შეაქვთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner