logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შევქმენით ყველანაირი საკანონმდებლო სივრცე, რომ ინდივიდუალური მოსამართლე იყოს დაცული, მას ჰქონდეს გარანტიები, რომ მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება
- +

10 აპრილი. 2023. 22:09

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომელმაც მოსამართლეებს მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. მოსამართლე დაცული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენისგან, რომ მოსამართლის მიმართ არ განხორციელდეს რაიმე ტიპის ზეწოლა და სასამართლოში მოსამართლეს შეეძლოს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ჩვენ „ქართული ოცნების“ გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შევქმენით ყველა ის ჩარჩო პირობა, ყველანაირი საკანონმდებლო სივრცე, რომ ინდივიდუალური მოსამართლე იყოს დაცული, მას ჰქონდეს გარანტიები, რომ მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, ის იყოს სოციალურად დაცული. ამ მიმართულებით, მართალია კიდევ არის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადასადგმელი, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, რომ საბოლოოდ ჩვენ მოქალაქეს ჰქონდეს ნდობა სასამართლოსადმი, რაც არის მნიშვნელოვანი.

ამიტომ რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება და ამ შემთხვევაში ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს ყველა გარანტია იყოს შენარჩუნებული, სასამართლო იყოს დაცული. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზოგადად პირებს, ვისაც უწევს სასამართლოსთან შემხებლობა, ჰქონდეთ ნდობა სასამართლოსადმი, რომელიც არის დღეს კვლევებით, მონაცემებით, საშუალო სტატისტიკურზე მაღალი, რაც არსებობს ევროპის ქვეყნებში. ეს ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან. მაგალითად ბოლო წლებში არის ჩატარებული USAID-ის კვლევა, რამდენად თანასწორად გრძნობენ პროცესის მსვლელობის დროს ის პროფესიული პირები თავს, ვისაც უწევს შემხებლობა სასამართლოსთან. სახელმწიფოს წარმომადგენელსა და კერძო პირს შორის, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ეს კვლევები ცხადყოფს, რომ თანასწორობა არსებითად არის დაცული. ასევე არის კვლევა USAID-ის მხარდაჭერით, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესი არსებითად პოზიტიურად აფასებს სასამართლოში არსებულ სიტუაციას დავების გადაწყვეტის კუთხით“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner