logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა ისტერიული ფონის შექმნას ემსახურებოდა, როდესაც მათ რადიკალურს ვარქმევთ, რბილად ვაფასებთ, ეს ექსტრემისტული შინაარსის გუნდია
- +

11 აპრილი. 2023. 00:22

 

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა ემსახურებოდა ისტერიული ფონის შექმნას. ეს გაერთიანება ზოგადად ეკლექტურია, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვარქმევთ და, ვფიქრობ, საკმაოდ რბილად ვაფასებთ, რადგან ეს ექსტრემისტული შინაარსის და პათოსის გუნდია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოება მათ განცხადებებთან ფრთხილად უნდა იყოს.

რადიკალური ოპოზიციის ამოცანა მდგომარეობდა, რომ ისტერიული ფონი შეექმნათ და ამ ისტერიული განცხადებების ორომტრიალში პრეზიდენტიც ჩაერთოთ, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაზე კიდევ დამატებითი ფუნქცია უნდა შესძენოდა, იქნებ პატარა მიტინგისთვისაც გამოეკრათ ხელი და ა.შ. ეს იყო გეგმა.

რაც შეეხება მათი წინადადებების განხილვას კომისიის შექმნის თაობაზე, შემდგომი კვირაც შეიძლება, გამოადგეთ. საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით იყოს ნებისმიერ ნაბიჯთან, რომელსაც ამ ჯგუფისგან ვისმენთ. ვხედავთ, მიმართული არიან, რომ ქვეყანაში როგორმე რყევა იყოს. რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაც ამ მიზანს ემსახურებოდა, ისტერიული ფონის შექმნას. ეს გაერთიანება ზოგადად ეკლექტურია, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვარქმევთ და, ვფიქრობ, საკმაოდ რბილად ვაფასებთ, რადგან ეს ექსტრემისტული შინაარსის და პათოსის გუნდია. ვერ შეთანხმდნენ რაღაც გარკვეული გარემოებების გამო, შექმნეს ისტერიკა, მოიწვიეს ისტერიკაში ჩასართავად პრეზიდენტი, რომელიც, მგონი, სიამოვნებით დათანხმდება ამ პროცესებში მონაწილეობას და აღმოჩნდა, რომ ორი ადამიანი არ არის აქ, შეიძლება, მეტიც გამოაკლდეს იმ კენჭისყრას, რომელსაც ისინი კომისიის შესაქმნელად გეგმავენ.

ვფიქრობ, მათი ამოცანები შეუსრულებელი ამოცანებია, ვინაიდან საზოგადოება აღარ მოტყუვდება. გაცილებით უფრო მაღალია ინტელექტუალური დონე საქართველოში, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში. მთავარია, არ მოატყუონ გამოუცდელი ახალგაზრდები, მთავარია, არ დაარწმუნონ იმაში, რომ ვიღაც საგარეო კურსის შეცვლას გეგმავს და მთავარია, არ დაარწმუნონ, რომ რუსეთის საფრთხე არის დავიწყებული, ის აგრესორია, ოკუპანტია და, რასაკვირველია, მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. დღევანდელი სიტუაცია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არის ძალიან საფრთხილო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner