საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრა რეგიონულ მედიასთან" აღნიშნა, რომ აჭარის მთიანი სოფლების მართვა მხოლოდ ერთი ცენტრიდან შეუძლებელი იქნება, ამიტომ, საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გაღრმავება.
„თუ ეფექტური მმართველობა გვინდა, ვერ მოიმართება აჭარის მთიანი სოფლები ერთი ცენტრიდან და ერთი ადამიანისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უნდა გაღრმავდეს. მაგრამ არ შეიძლება ზედმეტი სიჩქარეც, რათა ზედმეტად არ დავარღვიოთ ვერტიკალი, ფუნქციონირებდეს და ბალანსი არ დაირღვეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.