logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ყოველწლიურად ვზრდით დაფინანსებას ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, რათა ყველამ შეძლოს სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობა
- +

11 აპრილი. 2023. 10:44

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მთავრობის თავმჯდომარეს 2023 წლის პროგრამები წარუდგინა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

2023 წელს როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის მიმართულებით, ხორციელდება მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამული სიახლეები. აჭარაში სრულად ფინანსდება ონკოქირურგია და  გულის ქირურგია; გაიზარდა გულის, ძვლის ტვინის, ღვიძლის ტრანსპლანტაციების ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა;

 

გაიზარდა უშვილობის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება. ამოქმედდა თვალის ბადურის მძიმე დაავადების მქონე  და ალკოჰოლის შედეგად გამოწვეული ქცევითი აშლილობის პაციენტთა მკურნალობა;                                                                                                                                                                                 

 

სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება 12 473 910 ლარი და წლის ბოლომდე მომსახურება გაეწევა 3 325 ბენეფიციარს. ამოქმედდა შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა. 2023 წლიდან ეკომიგრანტი ოჯახები ნაცვლად 30 000 ლარისა, ფინანსდებიან 40 000 ლარით. დაგეგმილია 100 საცხოვრებელი ფართის შეძენა.

 

2023 წელს გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება, ასევე,  შშმ პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner