logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური ნიშნით სასამართლოზე ზემოქმედება მიუღებელია
- +

11 აპრილი. 2023. 11:50

 

 

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით სასამართლოზე ზემოქმედება მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნიდან ან გარედან სასამართლოზე ჩარევა მიუღებელია.

 

​„პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ის, რაც ამ 4 ტალღის განმავლობაში გაკეთდა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევისათვის. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მიღწევა უნდა შენარჩუნდეს. ჩარევა ქვეყნის შიგნიდან და გარედან და მითუმეტეს, პოლიტიკური ნიშნით რაიმე ზემოქმედება სასამართლოზე მიუღებელია“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner