logo_geo
eng_logo
გრიგოლ გიორგაძე „გირჩზე“: ალბათ ფიქრობენ, რომ მოახდენენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, თუმცა ნამდვილად გაუწბილდებათ იმედები. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში
- +

11 აპრილი. 2023. 12:06

 

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აცხადებს, რომ უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თავდაცვის ახალი კოდექსი მიიღონ.

 

მნიშვნელოვანი რეფორმა, სიახლე გახლავთ, რომელიც ეხება სამხედრო სამსახურში გავლის წესს, როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ისე წვევამდელთა სამხედრო სამსახურის. ახალგაზრდები გაიწვრთნებიან ნატო-სტანდარტებით მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. უნდა ითქვას, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს [„გირჩს“] რეალურად აქვს აღებული სტრატეგია იმისა, რომ გაიწელოს მაქსიმალურად დრო და არის საგნობრივი თუ არ არის, საჭიროებს თუ არა, ყველა შემთხვევაში ისმება კითხვა და ყველა დროის გამოყენება. ალბათ ფიქრობენ, რომ მოახდენენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, თუმცა ნამდვილად გაუწბილდებათ იმედები. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში, რათა მივიღოთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

პარლამენტში თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. პროექტის თანახმად, ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში. ასევე იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობები. სხდომაზე „გირჩის“ წევრებს გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ. თავდაცვის კოდექსის საკომიტეტო განხილვა დღესაც გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner