აღმაშენებელზე, ბურჭულაძის ცენტრალური ოფისიდან გინების, ჩხუბისა და მინის მტვრევის ხმა ისმოდა, რამაც გამვლელების შეშოფეთება გამოიწვია. ამის შესახებ, ინფორმაცია „ექსკლუზივ ნიუსს" თვითმხილველებმა მოგვაწოდეს,- როგორ გავარკვიეთ, ბურჭულაძის პარტიაში, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსს გიორგი კალაძეს ( მეტსახელად „კალოშა") და პარტიის სხვა ლიდერებს, მათ შორის მერაბ ტყეშელაშვილის დაჯგუფებას შორის მოხდა.