logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა - როცა რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვდნენ, როგორც ჩანს, ბოლომდე სერიოზულად არ ეკიდებოდნენ საკითხს და აღმოაჩინეს, რომ კვორუმიც არ აქვთ
- +

11 აპრილი. 2023. 12:59

 

 

ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა - როცა რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვდნენ, როგორც ჩანს, ბოლომდე სერიოზულად არ ეკიდებოდნენ საკითხს და აღმოაჩინეს, რომ კვორუმიც არ აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

 

კომისიის შექმნა საფრთხილო და სარისკო საკითხია, რადგან ოპონენტები ცდილობენ, ეს თემა სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვდნენ, როგორც ჩანს ბოლომდე სერიოზულად არ ეკიდებოდნენ საკითხს და აღმოაჩინეს, რომ კვორუმიც არ აქვთ. ეს მიუთითებს, რომ მართლაც არასერიოზული იყო დამოკიდებულება, საგამოძიებო კომისია სამშაბათს შეიქმნებოდა თუ პარასკევს, ამას ხომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მათივე მიდგომა არის არასერიოზული და ასე სასაცილო ფორმად გამომჟღავნდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოიწვიოს.

 

როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა - ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner