logo_geo
eng_logo
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” კანონპროექტზე იმსჯელეს
- +

11 აპრილი. 2023. 15:23

 

 

ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” კანონპროექტსა და საკანონმდებლო პაკეტზე (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი) იმსჯელეს დღეს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე”, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს გამოირიცხოს რისკები, რომელიც არათავსებადია კონსტიტუციით აღიარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან.

 

ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, ოლიგარქის ცნებაში მოიაზრება პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება და ამ ძალაუფლების გამოყენების გზით არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, ზემოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც იწვევს ხელისუფლების დანაწილების და ბალანსის პრინციპის მოშლას“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

კენჭისყრაზე კომიტეტებმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner