"ამ ადამიანებმა ჯერ თავიანთ თავს ჰკითხონ, რამდენად არიან ობიექტურები და იმ სიტყვების გამზიარებლები და ქმედებაში მომყვანები, რაც განაცხადეს, რომ ქვეყანას ნამდვილად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი," - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა 140-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მათი გულწრფელობა ეჭვებს ბადებს.
„ძალიან რთულია ხოშტარიას თუ გიგაურის ერთმანეთისგან გამიჯვნა და საზოგადოებას უჭირს, იმდენად არიან არიან ერთმანეთში გადაჯაჭვულები - ხან ერთი აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და ხან - მეორე. ვფიქრობ, რომ მათი ეს განცხადება უბრალოდ ფარსია. თუ მათ მართლა სურთ ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, პირველი და უმთავრესი - კითხონ რადიკალურ ოპოზიციას, რამდენად მზად არიან დეპოლარიზაციისთვის“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
140-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მისაღებად ყველა რესურსს გამოიყენებენ.