logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური არასამთავრობოების განცხადებაზე: თუ მათ მართლა სურთ ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, პირველი და უმთავრესი - კითხონ რადიკალურ ოპოზიციას, რამდენად მზად არიან დეპოლარიზაციისთვის
- +

11 აპრილი. 2023. 15:25

 

 

"ამ ადამიანებმა ჯერ თავიანთ თავს ჰკითხონ, რამდენად არიან ობიექტურები და იმ სიტყვების გამზიარებლები და ქმედებაში მომყვანები, რაც განაცხადეს, რომ ქვეყანას ნამდვილად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი," - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა 140-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

 

მისივე თქმით, მათი გულწრფელობა ეჭვებს ბადებს.

 

ძალიან რთულია ხოშტარიას თუ გიგაურის ერთმანეთისგან გამიჯვნა და საზოგადოებას უჭირს, იმდენად არიან არიან ერთმანეთში გადაჯაჭვულები - ხან ერთი აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და ხან - მეორე. ვფიქრობ, რომ მათი ეს განცხადება უბრალოდ ფარსია. თუ მათ მართლა სურთ ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, პირველი და უმთავრესი - კითხონ რადიკალურ ოპოზიციას, რამდენად მზად არიან დეპოლარიზაციისთვის“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

 

140-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მისაღებად ყველა რესურსს გამოიყენებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner