logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაზე: ამ ადამიანებს სამოქალაქო კი არა, მხოლოდ პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ
- +

11 აპრილი. 2023. 15:26

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი 140-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

 

მთავარი კითხვის ნიშანი არის, რამდენად გულწრფელები არიან ეს ადამიანები. ვინაიდან, სულ ცოტა ხნის წინ ისინი ამზადებდნენ დასკვნებს, სადაც ხაზგასმით წერდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებდა არც კანდიდატის და არც პერსპექტივის სტატუსს. ობიექტურობისთვის საინტერესო იქნებოდა, რომ ოპოზიციაზეც ეთქვათ, ვინაიდან რადიკალურმა ოპოზიციამ საერთოდ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა ამ პროცესში, პირიქით, ხელის შეშლის მეტი არაფერი უკეთებია. ცალკე პარადოქსია, რომ ეს ადამიანები საუბრობენ საზოგადოების სახელით, როდესაც საზოგადოებაში მათი ნდობა არის ნულს ქვევით და უნდათ გამიჯნონ ხელისუფლება ხალხისგან. ესეც კიდევ გვაჩვენებს, რომ ამ ადამიანებს [არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს] სამოქალაქო კი არა, მხოლოდ პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner