„მე მზად ვარ, დავაფინანსო მეჩეთის მშენებლობის პროექტი, თუნდაც 20 ან 30 მილიონი დაჯდეს",- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
„მე დავპირდი მუსლიმებს მეჩეთის აშენებას. დიახ, ეს ასე იყო, თუმცა მე მთავრობიდან წავედი ძალიან სწრაფად. ამის შემდგომ ადგილობრივი მუსლიმების ხელმძღვანელობას გაუჩნდათ სხვა მოთხოვნა. ხაბაძემ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა, მერე ეს თემა ცოტა მიიჩქმალა და მინელდა, შემდგომ ისევ გაიღვიძა. მე მზად ვარ, დავაფინანსო ეს პროექტი,, თუნდაც 20 ან 30 მილიონი დაჯდეს. ძალიან მიყვარს ჩვენი მუსლიმები. ასეთ დაბალანსებულ ურთიერთობას, როგორიც მუსლიმებსადა და ქრისტიანებს შორის არის, ვერსად ვერ ნახავთ", - განაცხადა ივანიშვილმა.