logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: იმ ნარატივს, რომ სასამართლოში არის კლანი, რომ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ჰყავს სასამართლო, საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს
- +

11 აპრილი. 2023. 15:28

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მოსამართლეების შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც ამერიკის მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის დასანქცირებას ეხებოდა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლების ორი შტოს წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და დიალოგი არსებობს, თუმცა მიზეზები, რის გამოც ეს შეხვედრა გახდა აუცილებელი, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. სასამართლოში არის კლანი, რომ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ჰყავს სასამართლო, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და ა.შ - ამ ნარატივს საზოგადოებაში არ აქვს არანაირი გამოხმაურება და მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner