logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილმა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- +

11 აპრილი. 2023. 15:47

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილ გამოწვევებსა და მიგნებებზე იმსჯელეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ძალაში 2022 წლის 1-ელ იანვარს შევიდა. მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ინვესტორთა საბჭომ კანონის აღსრულების მონიტორინგი აწარმოეს. ამ ხნის მანძილზე, კანონის ეფექტური აღსრულების შემაფერხებელი სირთულეების და გამოწვევების გამოვლენის მიზნით, გაიმართა შეხვედრები და შემუშავდა რეკომენდაციები.

 

სამუშაო შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა მოსაზრებები გამოთქვეს მოსმენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით. დავით სონღულაშვილის შეფასებით, მიღებული ინფორმაცია პარლამენტს დაეხმარება განსაზღვროს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებისთვის საჭირო შემდეგი ნაბიჯები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner