კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. საბავშვო ბაღები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალი პროგრამის ფარგლებში აშენდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სოფელ ფერმაში დაგეგმილია 50, სოფელ ოკამში 75, ლამისყანაში, მეტეხში, ახალციხეში, ქვემო გომში, თვალადსა და ახალქალაქში 100 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აშენება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები უკვე გამოაცხადა, ფერმის საბავშვო ბაღზე კი პრეტენდეტის შერჩევა შეფასება მიმდინარეობს. ტენდერი ითვალისწინებს მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.
#საქართველოს მთავრობა2023
#კასპისკოლამდელიდაწესებულებები