logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ბიზნესმა და რეკლამამ უნდა დააფინანსოს ძირითადად მედია
- +

1 სექტემბერი. 2016. 14:22


 

„რეგიონალურ მედიას, ისევე როგორც ზოგადად მედიას, ჯეროვანი ყურადღება ექცევა. პრობლემები ძალიან კარგად ვიცი",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში  „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, მედიის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკა, რადგან საკმარისი რეკლამა არ არის. ყველაზე მეტად ამ კუთხით ბეჭდვით ჟურნალისტიკას უჭირს. 

 

„ეკონომიკის დონე ვერ ახერხებს მედიის შესაბამისად დაფინანსებას. ბიზნესმა და რეკლამამ უნდა დააფინანსოს ძირითადად მედია, აქ კითხვები არის. ბეჭდვით მედიას უჭირს. მაქსიმალურად ვცდილობ, მხარში დავუდგე. რაც შეეხება „ოცნების ქალაქს", როგორც  შეარქვეს, ბევრი პრობლემაა.  მთავრობას არ შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა და ეს ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ. არა მხოლოდ აჭარის ბიუჯეტს, ცენტალურსაც არ ძალუძს ასე ერთი ხელის დაკვრით ამ პრობლემის გადაჭრა. რაც მივიღეთ დაბალანსებული ქვეყანა, ამას სჭირდება შენარჩუნება და გაღრმავება. ყველა საფუძველია, ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს. მაკროეკონომიკით უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა და არა იმით, ვლანძღოთ მთავრობა. მთავრობას თუ არ აქვს ფული, ის ციდან ვერ მოვა, ბიზნესმა და განვითარებულმა ეკონომიკამ უნდა შეავსოს ბიუჯეტი",- განაცხადა ივანიშვილმა.


ექს-პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე. ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს „გაუპრავა", როდესაც ომი დაიწყო.


 

„ძირითადი კრიტიკა მოდის „ნაციონალური მოძრაობისგან", აჭარის მთავრობას აკრიტიკებენ. ამაში მათი წვლილი უფრო დიდია, რაც ხდება დღეს აჭარაში. შევახსენებდი 2008 წლის ომს, იმ უბედურებას, რაც დაგვატყდა თავს, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, რომ ჰყოლოდათ „ნაციონალებს" სამშობლოზე მზრუნავი მმართველები.

დევნილების რაოდენობა ამ ომის დროს კატასტროფულად გაიზარდა. სააკაშვილმა რუსებს „გაუპრავა", შემოიყვანა და ამდენი დევნილი, დახოცილი სამხედროები დაგვატეხა თავს. ირაკლი მეზურნიშვილმა გადაიღო ფილმი, აქვს ინტერვიუ ყველა ელჩზე, ნახეთ იქ მაილსის პასუხი 2008 წლის ომზე და სააკაშვილის შეცდომებზე ნახეთ, რას ამბობს, როგორ ეუბნებოდნენ, რომ დაანებე თავი და რა სისულელეები გააკეთა. როგორ გვიჭირს და რა დღეში ცხოვრობენ დღესაც  დევნილები. 2008 წელი რომ არ ყოფილიყო,  გაცილებით იოლად გავუმკლავდებოდით იმ პრობლემებს დღეს, რაც „ოცნების ქალაქში" ხდება.

სააკაშვილი შემოუძღვა პრაქტიკულად რუსეთის ჯარებს. რუსეთის ქმედებას არ ვამართლებ, მაგრამ სააკაშვილმა გააკეთა ეს სისულელეები. რომ არა „ნაციონალური მოძრაობა", რუსეთი ვერ შემოვიდოდა ქვეყანაში, მიუხედავად დიდი სურვილისა. მშვიდობის ნაცვლად დღეს ოკუპირებული ტერიტორიები მივიღეთ. თვითონ სააკაშვილის ქმედება იყო პრორუსული",- აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner