logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი გამოეხმაურა სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებული იყო. „8 აპრილიდან აღ
- +

12 აპრილი. 2023. 01:27

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შტაბი ბოლო მომენტში მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონტრშეტევის დაწყების შესახებ.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ [კონტრშეტევის] მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, მაშინ ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი არ არის საკმარისი“, - განმარტა დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინა მუდმივ კონტაქტშია თავის მთავარ მოკავშირეებთან - შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი - მაგრამ „მონაცემები გარკვეული ოპერაციების წარმართვის შესახებ, ჩართული ქვედანაყოფების რაოდენობასა და მიმართულებაზე ზესაიდუმლოა“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner