უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შტაბი ბოლო მომენტში მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონტრშეტევის დაწყების შესახებ.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ [კონტრშეტევის] მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, მაშინ ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი არ არის საკმარისი“, - განმარტა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინა მუდმივ კონტაქტშია თავის მთავარ მოკავშირეებთან - შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი - მაგრამ „მონაცემები გარკვეული ოპერაციების წარმართვის შესახებ, ჩართული ქვედანაყოფების რაოდენობასა და მიმართულებაზე ზესაიდუმლოა“.