logo_geo
eng_logo
ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შტაბი ბოლო მომენტში მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონტრშეტევის დაწყების შესახებ
- +

12 აპრილი. 2023. 01:47

 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შტაბი ბოლო მომენტში მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონტრშეტევის დაწყების შესახებ.

 

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ [კონტრშეტევის] მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, მაშინ ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი არ არის საკმარისი“, - განმარტა დანილოვმა.

 

მისი თქმით, უკრაინა მუდმივ კონტაქტშია თავის მთავარ მოკავშირეებთან - შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი - მაგრამ „მონაცემები გარკვეული ოპერაციების წარმართვის შესახებ, ჩართული ქვედანაყოფების რაოდენობასა და მიმართულებაზე ზესაიდუმლოა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner