logo_geo
eng_logo
კონგრესმენი ჯიმ ჰაიმსი: პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას, თუ ავთენტურია, სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინელებისთვის რუსეთთან ომში
- +

12 აპრილი. 2023. 01:18

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, კონგრესმენმა ჯიმ ჰაიმსმა განაცხადა, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას, თუ ავთენტურია, სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინელებისთვის რუსეთთან ომში.

„რუსებს არ გაუჭირდებათ [სადაზვერვო ინფორმაციის] შეგროვების გზების გაწყვეტა. ყველაფერი, რაც მიუთითებს [სადაზვერვო ინფორმაციის] წყაროებსა და მეთოდებზე, შეიცავს რეალურ რისკს, რომ ეს წყაროები და მეთოდები შეიძლება გაქრეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ადამიანების მოკვლას, ეს შეიძლება ნიშნავდეს ტექნოლოგიების გათიშვას. ეს ბრძოლის ველზე ცუდ შედეგებში გარდაიქმნება“, - აღნიშნა კონგრესმენმა ჯიმ ჰაიმსმა.

მანამდე საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, კრის მიგერმა განაცხადა, რომ პენტაგონი ჯერ კიდევ მუშაობს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბის დასადგენად.

„თავდაცვის დეპარტამენტი მუშაობს, რათა განსაზღვროს გაჟონვის მასშტაბები, შეფასებული ზემოქმედება და ჩვენი ზომები. ჩვენ ჯერ კიდევ ვიძიებთ, თუ როგორ მოხდა ეს, ისევე როგორც საკითხის მასშტაბს“, - აღნიშნა კრის მიგერმა.

7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner