logo_geo
eng_logo
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა
- +

11 აპრილი. 2023. 19:54

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ და მისი თანმდევი 45 კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა. პროექტში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტით წესრიგდება: სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან, წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები.

მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტია, რომლითაც შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ეფექტიანი მექანიზმი. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner