logo_geo
eng_logo
კულება: აშშ დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია ბრძოლის ველზე გამარჯვება
- +

12 აპრილი. 2023. 00:48

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ჩვენი დღევანდელი სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და კატეგორიულად უარყო ყოველგვარი მცდელობა, უკრაინის შესაძლებლობა გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აშშ რჩება უკრაინის სანდო პარტნიორად, რომელიც ფოკუსირებულია ჩვენი გამარჯვების წინ წაწევასა და სამართლიანი მშვიდობის უზრუნველყოფაზე“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner