logo_geo
eng_logo
კანადა უკრაინისათვის დამატებით სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფს
- +

12 აპრილი. 2023. 00:15

კანადა უკრაინისათვის დამატებით სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა.

„ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. უკრაინას გადავცემთ 21 000 მოიერიშე შაშხანას, 38 ტყვიამფრქვევსა და 2.4 მილიონზე მეტ ვაზნას. ეს იარაღი ხელს შეუწყობს უკრაინის ბრძოლას საკუთარი თავისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად“, - აღნიშნა კანადის თავდაცვის მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner