logo_geo
eng_logo
სასამართლომ ბრალდებულ შ.ხაჩიროვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

1 სექტემბერი. 2016. 14:50



თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი შმაგი ხაჩიროვი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით.

 

„სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  2016  წლის 9 ივლისს დაახლოებით 14:20 საათზე, შმაგი ხაჩიროვი დედასთან ნ. თ.-თან ერთად ქ.თბილისში, მშვიდობის ქუჩაზე მათ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შმაგი ხაჩიროვსა და დედამისს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც შმაგი ხაჩიროვმა სამზარაულოს მაგიდიდან დანა აიღო და ნ. თ.-ს მარცხენა წინამხრის არეში მიაყენა ჭრილობა.

 

სამართალდამცველებმა შმაგი ხაჩიროვი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ჯამრთელობის განზრახ დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ შმაგი ხაჩიროვი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა  თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner