logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე: „კეზერას“ ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედიამფლობელად მიიჩნევს
- +

12 აპრილი. 2023. 12:10

 

 

„ეს რა აჯახა BBC-მ ამ „კრისტალურად ბინძურ“ ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით,“ - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს თავდაცვის ყოფლი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს.

 

როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მათ, ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს, უხერხულობა უნდა შეექმნათ მას შემდეგ, რაც BBC-მ თაღლითური ქსელის უკან მდგარი ბიზნესმენები გამოავლინა, რომელთა შორის, ერთ-ერთი სწორედ დავით კეზერაშვილია.

 

„ეს რა აჯახა BBC-მ ამ „კრისტალურად ბინძურ“ ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით. კეზერვიზიებისთვის და კეზერპარტიებისთვის ოდნავ უხერხული მაინც უნდა იყოს „კეზერასგან“ ფულის მიღება. თუმცა, მიჰყვებიან რა ვანოსა მცნებასა - ფულს სუნი არ უდის. თან „კეზერას“ ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

https://www.bbc.com/news/world-65038949?fbclid=IwAR1MqvAu_i58dN7QYDF_NlOi46iWeynw6aNxkoulL9Kz8M7lC14w-w448qc

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner