„ეს რა აჯახა BBC-მ ამ „კრისტალურად ბინძურ“ ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით,“ - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს თავდაცვის ყოფლი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს.
როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მათ, ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს, უხერხულობა უნდა შეექმნათ მას შემდეგ, რაც BBC-მ თაღლითური ქსელის უკან მდგარი ბიზნესმენები გამოავლინა, რომელთა შორის, ერთ-ერთი სწორედ დავით კეზერაშვილია.
„ეს რა აჯახა BBC-მ ამ „კრისტალურად ბინძურ“ ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით. კეზერვიზიებისთვის და კეზერპარტიებისთვის ოდნავ უხერხული მაინც უნდა იყოს „კეზერასგან“ ფულის მიღება. თუმცა, მიჰყვებიან რა ვანოსა მცნებასა - ფულს სუნი არ უდის. თან „კეზერას“ ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.