ავტორი ანა ნონიკაშვილი
უშიშროების ყოფილი მინისტრის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აქვს საეჭვო პირებთან, მათ შორის სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების წევრებთან კავშირი. როგორც ბათიაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა, სააკაშვილის კავშირების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით გახდა ცნობილი.
„ამოვედი გარკვეული ინფორმაციებიდან, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით არის გავრცელებული, მაგალითად, სააკაშვილის საუბრების ჩანაწერები. პრაქტიკულად სააკაშვილი ადასტურებს საუბარში თავის კავშირს პირებთან, რომლებიც მონაწილეობენ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის სირიაში მოქმედი ცნობილი ტერორისტული დაჯგუფება „ჯაფხატ ნუსრა". აღნიშნული ორგანიზაცია არის „ალ-ქაიდას" ფრთა",- განაცხადა ბათიაშვილმა.