logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე: საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ „ფორმულას“ გიენებს ამ გამოძიების შემდეგ
- +

12 აპრილი. 2023. 12:19

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე „BBC“-ის საგამოძიებო რეპორტაჟს, სადაც დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემაში მონაწილეობაზეა საუბარი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ქადაგიძის განცხადებით, საინტერესოა „ფორმულას“ ჟურნალისტების რეაქცია ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

 

„ღალატის ფორმულა, გიორგი თარგამაძე თურმე ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით იღებს ხელფასს. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ „ფორმულას“ გიენებს, ამ გამოძიების შემდეგ...“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner