„როგორ დავიჯერო, რომ წმინდა ჟიჟი, დიდი ვახტანგი, სანაია, გიორგი (უღალატო) თარგამაძე, ასევე ყველა დანარჩენი ნაცი - გაძარცვული ევროპელი პენსიონერებისა და ქართული ჯარის გაყვლეფით მოხვეჭილი სახსრებიდან იღებენ ხელფასს და ამ სისხლიანი, სხვისი გაუბედურებით მოტანილი ფულით ყიდულობენ პურს შვილებისთვის?“ - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე და კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტს ეხმიანება.
როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ეს რომ სცოდნოდა BBC-იდან, თარგამაძე არ ჩაწერდა ინტერვიუს კეზერაშვილთან.
„როგორ დავიჯერო, რომ წმინდა ჟიჟი, დიდი ვახტანგი, სანაია, გიორგი (უღალატო) თარგამაძე, ასევე ყველა დანარჩენი ნაცი - გაძარცვული ევროპელი პენსიონერებისა და ქართული ჯარის გაყვლეფით მოხვეჭილი სახსრებიდან იღებენ ხელფასს და ამ სისხლიანი, სხვისი გაუბედურებით მოტანილი ფულით ყიდულობენ პურს შვილებისთვის? თან, ევროპაში ჩვენ მიგათრევთო, გვაჯერებენ. თარგამაძე არ ჩაწერდა ინტერვიუს წმინდა კეზერასთან - ეს რომ სცოდნოდა BBC-იდან,“ - წერს დიტო სამხარაძე ფეისბუქზე.