logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ქობულეთში თვითმმართველობის რეფორმა აუცილებლად უნდა გაღრმავდეს
- +

1 სექტემბერი. 2016. 14:53



აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილს გაზეთ „ჩემი ქობულეთის" ჟურნალისტმა კითხვით მიმართა, რომ 2004 წლიდან ქალაქი ქობულეთი დარჩა სტატუსის გარეშე. კითხვაში თვითმმართველობა იგულისხმებოდა. ივანიშვილი პასუხობს, რომ ადგილობრივი თვითმმართელობის რეფორმა აუცილებლად უნდა გაღრმავდეს.

 

 

„ახლა კარგად ისმენენ ამ კითხვას როგორც აჭარის ხელისუფლებაში, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უნდა გაღრმავდეს და კვირიკაშვილს ეს მოწოდება აქვს, თუმცა გუნდში კითხვები სულ იყო ამ მიმართულებით და დღესაც არის. ადგილიდან  უნდ მოიმართოს ყველა რეგიონი და ამ მხრივ ქობულეთიც არ დარჩება გამონაკლისი",- განაცხადა ივანიშვილმა. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner