logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: დესტრუქციული ოპოზიცია და ე.წ. „კრიტიკული მედია“ ფინანსდება ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით
- +

12 აპრილი. 2023. 14:47

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი დავით კეზერაშვილის შესახებ BBC საგამოძიებო სიუჟეტს ეხმაურება.

 

მისი თქმით, დავით კეზერაშვილმა, საკუთარი ტელევიზიისთვის მიცემულ „ეპოქალური მნიშვნელობის“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მედიას და პოლიტიკურ ჯგუფებს ფინანსურად „ეხმარება“. რაც იმას ნიშნავს, რომ დესტრუქციული ოპოზიცია და ე.წ. „კრიტიკული მედია“ ფინანსდება ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით!

 

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, თუ ის არ იყო საკმარისი, რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარის გაძარცვით, ბიზნესის რეკეტით და მონოპოლიებით მილიარდები მიითვისა, იქნებ ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითობის გზით მითვისებულმა ანაბრებმა გაგიღვიძოთ სინდისი და ერთი სიტყვით მაინც დაგმოთ ეს უპრეცედენტოდ მასშტაბური ინტერნაციონალური დანაშაული, რომელსაც BBC ვრცელ სიუჟეტებსა და სტატიებს უძღვნის.

 

„BBC - ინტერნაციონალური დანაშაულებრივი სქემა, რომლის სათავეშიც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი დგას, საკუთარი ტელევიზიისთვის მიცემულ „ეპოქალური მნიშვნელობის“ ინტერვიუში კეზერაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მედიას და პოლიტიკურ ჯგუფებს ფინანსურად „ეხმარება“. რაც იმას ნიშნავს, რომ დესტრუქციული ოპოზიცია და ე.წ. „კრიტიკული მედია“ ფინანსდება ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით! ქალბატონო დეგნან, ქართველო „პრადვინუტებო“ და უკვე ევროპაში შესულებო, ევროდეპუტატებო - თუ ის არ იყო საკმარისი თქვენთვის, რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარის გაძარცვით, ბიზნესის რეკეტით და მონოპოლიებით მილიარდები მიითვისა, იქნებ ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითობის გზით მითვისებულმა ანაბრებმა გაგიღვიძოთ სინდისი და ერთი სიტყვით მაინც დაგმოთ ეს უპრეცედენტოდ მასშტაბური ინტერნაციონალური დანაშაული, რომელსაც BBC ვრცელ სიუჟეტებსა და სტატიებს უძღვნის!“ - წერს შაქარიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner