logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც აშშ-ის ელჩი მიდის რომელიმე ტელევიზიაში და აძლევს ინტერვიუს, მინიმუმ უნდა დაინტერესდეს, რა რესურსებით არის ის შექმნილი, რამდენად კანონიერად და ვის მიერ
- +

12 აპრილი. 2023. 15:16

 

 

„ელჩს შეეძლო, ძალიან მოკლე დროში მოეკვლია, რომ ის ტელეარხი, სადაც მივიდა, საეჭვო წარმომავლობის ფულით არის შექმნილი - ე.წ. ქოლ-ცენტრებით ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით და ქართული ჯარისგან მოპარული ფულით, სხვათა შორის,“ - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დავით კეზერაშვილის თაღლითობის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟს.

 

მისი თქმით, ტელეკომპანია „ფორმულაში“ ვიზიტამდე, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი უნდა დაინტერესებულიყო, თუ რა რესურსებით და ვის მიერ შექმნილ ტელეკომპანიაში უწევდა სტუმრობა.

 

„როდესაც აშშ-ს ელჩი მიდის რომელიმე ტელევიზიაში და აძლევს ინტერვიუს, მინიმუმ უნდა დაინტერესდეს, ეთიკა ითხოვს ამას, რა რესურსებით არის ის შექმნილი, რამდენად კანონიერად და ვის მიერ. ელჩს შეეძლო ძალიან მოკლე დროში მოეკვლია რომ ის ტელეარხი სადაც მივიდა, საეჭვო წარმომავლობის ფულით არის შექმნილი (ე.წ. ქოლ-ცენტრებით ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით და ქართული ჯარისგან მოპარული ფულით, სხვათა შორის). თუმცა, როგორც ჩანს ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ისე როგორც ჟურნალისტურ სტანდარტებს. მთავარია, ტელეარხი ოპოზიციური იყოს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ევროპელი პენსიონრების გაძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია.

 

აშშ-ის ელჩი 2021 წლის 12 მარტს იმყოფებოდა აღნიშნულ ტელეკომპანიაში, სადაც იგი ჟურნალისტებს და არხის ხელმძღვანელობას შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner