კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა BBC-ის მიერ მომზადებულ სტატიას „ტვიტერზე“ ეხმაურება, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერების გაძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია.
გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ევროპელი პენსიონერებისა და ქართველი საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
„ელჩო დეგნან, არ ფიქრობთ, რომ სულ ცოტა ბოდიში გაქვთ მოსახდელი ევროპელი პენსიონერების და ქართველი საზოგადოების წინაშე იმ სამარცხვინო ლობირების გამო, რომელსაც ღიად უწევდით თაღლით კეზერაშვილს მის მიერ დაფინანსებული ტელებუნაგების ეთერებიდან?! არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს! God Blees America!“ - წერს გოგა ხაინდრავა.