„გასაძარცვად ახლა პატიოსან ევროპელ პენსიონერებს გადასწვდნენ“, - ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ bbc-ის სტატიას, სადაც დავით კეზერაშვილზეა საუბარი.
„აურაცხელი რაოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც უნდა მიეღო ქართულ ჯარს, ასევე გამართული ინფრასტრუქტურა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები იმსახურებდნენ, წავიდა 2 კაცის - კეზერას და სააკაშვილის ჯიბეებში. ახლა კიდევ, გასაძარცვად პატიოსან ევროპელ პენსიონერებს გადასწვდნენ“, - წერს გამსახურდია.