logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილს არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას მიმართოს!
- +

1 სექტემბერი. 2016. 14:57



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი ბოლო დროს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვებს „რეპორტიორთან" საუბარში ეხმაურება. სესიაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტზე უკრაინის ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოახდინოს.


 

„სააკაშვილს არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას მიმართოს და ეს ყველას კარგად ესმის. იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და ვფიქრობ, ამაზე უკრაინის ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს. ეს საერთო ინტერესებში შედის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ფარგლებში.

 

მიხეილ სააკაშვილის მიმართვები ჩემს ყურადღებას ვერ დაიმსახურებს. მინახავს მის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვები სოციალურ ქსელში, მაგრამ არც კი ჩამირთავს იმდენად, რამდენადაც, როგორც პიროვნება, ჩემთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ რა რეიტინგი აქვთ ჩვენს ოპონენტებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარი ჩემი ამომრჩეველია, რომელთანაც მე ყოველდღიურად ძალიან აქტიურად ვმუშაობ", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner