აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინას კონტრშეტევის წარმატებისთვის აუცილებელი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უპასუხა კითხვას, როგორ იმოქმედებს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის ტაქტიკაზე.
„მე ახლახან ველაპარაკე ჩემს კოლეგას უკრაინაში, მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მაგრამ ის და [უკრაინის] ხელმძღვანელობა რჩება კონცენტრირებული დასახულ ამოცანაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ კარგი ლიდერები. დიადი ლიდერები: ისინი შეებრძოლებიან მტერს და არ იხელმძღვანელებენ კონკრეტული გეგმით“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, უკრაინელებს აქვთ „მშვენიერი გეგმა [კონტრშეტევის] დასაწყებად“, მაგრამ მხოლოდ პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისმა ხელმძღვანელობამ იცის ამ გეგმის ყველა დეტალი.
„აქედან გამომდინარე, მათ აქვთ შემდგომი წარმატებისთვის აუცილებელი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ მოვამზადეთ სამხედრო პერსონალის დიდი რაოდენობა. ჩვენ მივაწოდეთ პლატფორმების მნიშვნელოვანი რაოდენობა“, - დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა.