პრინცი ჰარი მეფე ჩარლზის კორონაციას მეგან მარკლის გარეშე დაესწრება. ამის შესახებ BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგინია კალიფორნიაში, წყვილის შვილებთან ერთად დარჩება. ეს პრინციპის პირველი ვიზიტი იქნება დიდ ბრიტანეტში მისი ავტობიოგრაფიის „სათადარიგო“ პუბლიკაციის შემდეგ, რომელშიც მან სამეფო ოჯახის შესახებ ბევრი დეტალი გაამხილა.
ჩარლზის კორონაცია უესტმინსტერის სააბატოში, 6 მაისს გაიმართება. მას 2 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.