უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პენტაგონში შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს F-15-ისა და F-16-ის ტიპის გამანადგურებლებისა და უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების თხოვნით მიმართა.
„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, მაგრამ იმისათვის, რომ ამას უფრო სწრაფად და ნაკლები მსხვერპლით მივაღწიოთ, უკრაინას კვლავ სჭირდება ინტენსიური სამხედრო მხარდაჭერა“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.