რა ნიშნით გამოარჩია ამერიკის საელჩომ 10-კაციანი ჯგუფი და ვინ გაემგზავრა საქმიანი ვიზიტით შტატებში, კოლეგების სანქცირების პარალელურად - საქართველოში აშშ-ის საელჩო აშშ-ში ქართველ მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტს აჯამებს.
„შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში“, - ნათქვამია განცხადებაში.