logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, შეერთებული შტატების საელჩოს სურს რომ კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე
- +

12 აპრილი. 2023. 21:46

გურამ მაჭარაშვილმა ამერიკაში ტრენინგზე გამგზავრებული ქართველი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა. „ხალხის ძალის“ წევრს მიაჩნია, რომ საელჩო ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, შეერთებული შტატების საელჩოს სურს რომ კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე, პირდაპირ ერევა მართლმსაჯულებაში. ეს ფაქტიც ამის პირდაპირი დადასტურებაა. როდესაც საელჩო ამბობს, რომ ეს მოსამართლე არის კარგი და კეთილსინდისიერი, მეორე მოსამართლე კი არ არის კარგი და კეთილსინდისიერი, ანუ პრაქტიკულად ყოფს სიტუაციას, ეს არის აშკარა. სხვას კი არაფერს ვამბობთ. ელჩი გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს. ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ მოსამართლეებს ეუბნება: „შენ კარგი ხარ, იმიტომ რომ მიჯერებ, ამიტომ წაგიყვან ჩემთან ამერიკაში. ის ცუდია, იმიტომ რომ არ მიჯერებს და ამერიკაში ჩემთან არ წავიყვან“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის 10 წარმომადგენელს, ტრენინგზე მასპინძლობს. „შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, - ამ განცხადებით აჯამებს აშშ-ის საელჩო ქართველ მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner