logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2 წელიწადში მწყობრში იქნება
- +

10 მარტი. 2016. 14:57


 

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, 2018 წლისთვის ახალი ფარმაცევტული ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც 900-ამდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტს გამოუშვებს.


„მედიკამენტების იმპორტი, რითაც დავიწყეთ, იყო მხოლოდ დამატებითი ფაზა იმ პროექტის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას. ეს პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2018 წლისთვის ქარხანა დაიწყებს მუშაობას და გამოუშვებს 900-მდე სხვადასხვა დასახელების პრეპარატს. ძირითადი ეფექტი მაშინ ექნება ფარმაცევტიკულ ბაზარზე ფასების გაიაფებას, თუ მრავალი სახის პროდუქციის წარმოებას. მანამდე ჩვენ რომ ეს წელიწად-ნახევარი და ორი წელიც მოგვეგო, იმიტომ გაჩნდა ეტაპი, ამ კომპანიისაგან საქართველოში იაფი პრეპარატების შემოტანის და სწორედ მოგვცა ის ეფექტი, რომ უკვე 30% ბაზარზე წამლები გაიაფდა. ამიტომ გრძელ პერიოდში ამ პროექტის ხანრრძლივობას სწორედ ქარხანა უზრუნველყოფს, რომელიც დაახლოებით 2 წელიწადში იქნება უკვე მწყობრში", - აღნიშნა საგანელიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner