ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე გორში მაჟორიტარ კანდიდატებად ირაკლი ოქრუაშვილის და ირაკლი ალასანიას წარდგენასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები დაძაბული იქნება და ასევე პროვოკაციებიც იქნება მოსალოდნელი.
„საპარლამენტო არჩევნებს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყოველთვის თან ახლავს დაძაბულობა, რომელიც უფრო იმატებს, როცა საუბარია ადამიანებზე, ვისაც ცნობადობის მაქსიმალური ხარისხი აქვთ.
გორში არჩევნები არ იქნება რაღაც განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, იქნება დაძაბული ფონი და სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ პროვოკაციებსაც.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დიდ ყურადღებას ადამიანის წარმოშობას აქცევს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს აქვს გარკვეული პრივილეგიები, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს „ქართული ოცნების" კანდიდატი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.